weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

სოფელ ბერშუეთში მცოცავი ოკუპაციის წინააღმდეგ აქცია გაიმართება

17:20 ხუთშაბათი, 13 ივლისი 2017
უცხოელი დიპლომატები საოკუპაციო ხაზთან უცხოელი დიპლომატები საოკუპაციო ხაზთან

გორის რაიონის სოფელ ბერშუეთში, საოკუპაციო ხაზთან, ხვალ რუსეთის მცოცავი ოკუპაციის წინააღმდეგ მდუმარე აქცია გაიმართება. იმავე დროს, 20:00 საათზე, თბილისში, აღმაშენებლის გამზირზე „ქართველთა მარში“ ჩატარდება, სადაც „არალეგალი უცხოელების“ მიერ საქართველოს დატოვებას მოითხოვენ.

ორგანიზატორების თქმით, საოკუპაციო ხაზთან დაგეგმილი აქციის მიზანია მსოფლიომ დაინახოს, რომ საქართველოს მტერი რუსეთია და არა ქვეყანაში მცხოვრები უცხოელები.

„გვსურს, ჩვენს თანამოქალაქეებს და უცხოელ გულშემატკივრებს ნათლად დავანახოთ, რომ ჩვენი უმთავრესი პრობლემა ოკუპაციაა. ჩვენი სახელმწიფოს მთლიანობის მტერი, ცენტრალური მაგისტრალიდან რამდენიმე მეტრში მდგომი რუსის ჯარია და არა საქართველოში კანონიერად მცხოვრები უცხოელები. ეს აქცია ჩვენი, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქეების პოზიციაა. ჩვენ გვსურს ხმაურიანი განცხადებების გარეშე დავდგეთ საოკუპაციო ხაზთან და დავანახოთ მსოფლიოს, რომ საქართველოს მოქალაქეებს გვაღელვებს მცოცავი ოკუპაცია“, - ნათქვამია აქციის ორგანიზატორთა განცხადებაში.

სოფელ ბერშუეთთან რუსმა ოკუპანტებმა ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ბანერი რამდენიმე ასეული მეტრით 3 ივლისს გადმოსწიეს, რის გამოც 10 ჰექტარამდე მიწა ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოექცა. მცოცავი ოკუპაცია სტუდენტებმა და სამოქალაქო აქტივისტებმა 8 ივლისს გააპროტესტეს. ცენტრალური მაგისტრალიდან სოფელ ბერშუეთამდე მათ საპროტესტო მსვლელობა დევიზით „არა ოკუპაციას, რუსეთი ოკუპანტია“ მოაწყვეს. 

 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]